მომავლის სკოლა
მთავარი იდეა:
მოსწავლეთა სურვილისა და მოლოდინის წარმოდგენა ,,მომავლის სკოლის" შესახებ.
მნიშვნელობა/აქტუალობა:
მიზანი:
ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა.
უნარ–ჩვევების განვითარება და ჩამოყალიბება.
დამოუკიდებელი აზროვნების მიჩვევა.
ურთიერთ თანამშრომლობის თვისებების გამომუშავება.
მუდმივი შემოქმედებისა და განვითარების პირობების შექმნა.
დილოგისა და დისკუსიის მეთოდების გამომუშავება.
კომუნიკაციის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება.
შედეგი:
მოსწავლეები დაეულებიან ისტ–ის გამოყენებას.
ინფორმაციის მოძიებას დადემონსტრირბას.
დაეუფლებიან დისკუსიისა და დიალოგის წარმართვის ხერხებს.
შეეძლებათ შედარების შედეგად არჩევანის გაკეთება.
ჩამოუყალიბდებათ ურთიერთთანამშრომლობა, იქნებიან კომუნიკაბელურები.
მოძიებული მასალებით მოახდენენ მომავლის სკოლის პრეზენტაციას.
შეფასების საგანი და პროცედურები:
ისტის–ის გამოყენება.
ინფორმაციის მოძიება
ბიბლიოთეკის გამოყენება
თანამშრომლობა.
პრეზენტაცია.
მსჯელობა.
წერითი სმუშაო.
წინასწარი ცოდნა:
მოსწავლეებმა იციან გასული წლების და დღევანდელი განათლების სისტემის მოდელი, წარმოდგენა აქვთ სხვა ქვეყნების განათლების სისტემაზე.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები;
კომპიუტერი, პროექტორი,
ბიბლიოთეკის სახელმძღვანელოები.
ფოტო–აუდიო–ვიდეო მასალები.
პროექტის მსვლელობა.
1. თემის შერჩევა.
2. საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება კლასების მიხედვით.(VII, VIII, IX კლასები).
3. VII, VIII, IX კლასის მოსწავლეების სამ ჯგუფად დაყოფა და მოსაძიებელი მასალების დავალებების მიცემა.
4. პირველი ჯგუფი მოიძიებს გასული წლების განათლების სისტემის მოდელის შესახებ ინფორმაციას.
5. მეორე ჯგუფი მოიძიებს თანამედროვე განათლების სისტემის მოდელის შესახებ ინფორმაცას.
6 მესამე ჯგუფი მოიძიებს საზღვარგარეთის ქვეყნების განათლების სისტემის მოდელის შესახებ ინფორმაციას.
7. სამივე ჯგუფი ერთად იმსჯელებს, შექმნიან მათთვის სასურველი მომავალი სკოლის მოდელს და მოაწყობენ პრეზენტაციას.
Комментариев нет:
Отправить комментарий